ბავშვთა მიმართ ძალადობა ყველგან ხდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ღარიბი
თუ მდიდარი ოჯახი ან ქვეყანა, ქალაქი თუ სოფელი. ბავშვთა მიმართ ძალადობა, ყოველთვის
იყო ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა საზოგადოებისათვის. ამგვარი ძალადობის შესამცირებლად
საზოგადოება და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა.
დღესდღეობით ბავშვთა მიმართ ძალადობა
ძალიან დიდი პრობლემა და ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს. ამიტომაც, ამ პრობლემის შესახებ
ბევრი სამეცნიერო ნაშრომი დაიწერა, რაც ძალიან კარგი და საინტერესოა. ამ პრობლემასთან
დაკავშირებით ანა არღანაშვილი, ეკა სანებლიძე, ლია სალარიძე, მანანა კობახიძე, ნინო ტვილდიანი,
სალომე ნამიჭეიშვილი, ქეთევან მარგალიტიძე, ჯაბა ნაჭყებია დაწერეს წიგნი, რომელიც დაბეჭდილია 2013 წლის, ივლისში „ბავშვთა
მიმართ ძალადობა საქართველოში“. მასში განხილულია
ჩატარებული კვლევა, დისკუსიები, ტრენინგები, რომელშიც მონაწლეობა მიიღეს სხვადასხვა
ეთნიკური, რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა. ასევე, ამ აქტივობში
მონაწილეობა მიიღეს ბიჭებმა და გოგონებმა, რომლებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე პირები.
ჩამოთვლილ აქტივობების დახმარებით, გაირკვა ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ
არ იცის რა არის ბულინგი, როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ვიქნებით მსხვერპლი ან/და შევისწარით
ამ ძალადობას და რაც ყველაზე მთავარი რა შედეგი მოაქვს ამ ძალადობას.
კვლევა ჩატარდა თბილისში, ქუთაისსა და თელავში. “ აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა
მიიღო 3345-მა ადამიანმა და 3284-მა ოჯახმა.
ყველა მათგანი არჩეული იყო შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ასევე კვლევაში მონაწილეობა
მიიღო 61-მა პროფესიონალმა მასწავლებელმა, სკოლის მანდატურმა და მასწავლებელმა”( არღანაშვილი, სანებლიძე, სალარიძე, კობახიძე, ტვილდიანი, ნამიჭეიშვილი, მარგალიტიძე, ნაჭყებია, 2013, 11).
მკვლევარებმა ჩაატარეს გამოკითხვა უშუალოდ იმის შესახებ, თუ რა იცის საზოგადოებამ
ბავშვთა მიმართ ძალადომის შესახებ. ასევე ჩატარებული კვლევის შედეგად მკვლევარებმა
შეისწავლეს ის, თუ როგორი აზრის არის და პოზიციას იკავებს საზოგადოება სექსუალური,
ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მიმართ.
ამ ყველაფრის გარდა, მკვლევარებმა შეისწავლეს საზოგადოებრივი აზრი და გამოცდილება,
სადაც იქნა ჩატარებული ზემოდ აღნიშნული აქტივობები. ჩატარებული ტრენინგებს, გამოკითხვის
და დებატების დახმარებით გარკვეული იქნა, რამდენად ხშირად ან/და საერთოდ ავრცელებენ/ატყობინებენ
სხვადასხვა ბავშვთა დაცვის ორნანოებს.
ჩატარებული კვლვის შედეგად შეგვიძლია ვთქვა, რომ ყოველ მეორე ადამიანი მიიჩნევს
ძალადობას ბავშვის აღზრდისათვის უფრო პრაქტიკულია ფორმას სხვა ფორმებთან შედარებით
(არღანაშვილი, სანებლიძე, სალარიძე, კობახიძე, ტვილდიანი, ნამიჭეიშვილი, მარგალიტიძე, ნაჭყებია, 2013, 11). ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა ის, რომ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს მიაჩნია
ის, თუ ოჯახში არსებული პრობლემა ოჯახში უნდა დარჩეს, რაც ძალზედ სამწუხაროა. ამის
გარდა, შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ მოსახლეობა ძალაინ ტოლერანტულად იქცევა ამ ძალადობის
მიმართ, რამაც ხელს უწყოფს მოძალადეს.
დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის (82%) აცხადებს, რომ ბავშვთა მიმართ
ძალადობა დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენს საზოგადოებაში. ამ მოსაზრების საწინაღმდეგოდ
მოდის (45%) რომლებიც ფიქრობენ, რომ ძალადობა არის ბავშვის აღზრდის ერთ-ერთი მეთოდი.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ასევე საზოგადოებას
უნდა ჰქონდეს უფლება, ზეწოლის გარეშე, სრული კანონების დაცვით შეატყობინოს ბავშვთა
ძალადობის ფაქტების შესახებ სათანადო ორგანიზაციებს. იხილეთ აქ
ამ თემასთან დაკავშირებით В.С. СОБКИН და М.М. СМЫСЛОВА მიერ იქნა დაწერილი
Буллинг в стенах школы: влияние социокультурного контекста. განსხვავებით წინა ლიტერატურისა,
ამ ლიტერატურაში განხილულია სამი უმნიშვნელონაბი საკითხი, რომლებსაც პირდაპირი კავშირი
აქვთ, ამ პრობლემასთან. განხილული იქნა: თუ ვინ არის მოძალადე, ვინ ხდება ამ ძალადობის
მსხვერპლი და რაც მთავარია რა ზიანს იღებს მსხვერპლი. ამ სამ კითხვაზე პასუხობ კვლევა,
რომელიც ჩატარებული 2010 წელს სკოლებში.
კვლევის შეგედებმა გვაჩვენეს, რომ დამნაშავეებს უმეტეს შემთხვევაში აქთვთ
ფსიქიკური ტრავმა, რომელიც ბავშვობიდან არის მოყოლებული. ამის გარდა, რამოდენიმე ფაქტის
დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოძალადეებს აქვთ უარყოფიდი მიდგომა თავიანთ თავთნ.
ასევე მოძალადეების ეს ქმედება გამომდინარეობს ოჯახის არასრულყოფილი აღზდასთან და დაბალი
სოციალური მდგომარეობიდან. რაც უფრო რთული ცხოვრება გააჩნია მოძალადეს, მით უფრო მიდრეკილი
იქნება ძალადობის მიმართ (В.С, М.М, 2010, 1-2) .
კვლევიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ ამ ძალადობის მსხვერპლი ხდება პატარა ბავშვი, რომელსაც საკუთარი დაცვა არ შეუძლია. ასევე მსხვერპლი ხდება ის ადამიანი, ვისაც თვით დაბალი შეფასება აქვს საკუთარ თავს მიმართ. მათ არ შეუძლიათ გაუწიონ წინააღმდეგობა მოძალადეების მიმართ და იძულებულნი არიან იყვნენ მათ ხელქვეშ. ამ დროს მსხვერპლი იღებს ფიზიკურ, ფსიკოლოგიურ და მორალურ ტრავმას, რაც დიდ გავლენას ახენს მის ცხოვრებაზე. „ ყველაზე მეტად გამირჩევა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბულინგი“ (Д, 2010, 2) უმეტეს შემთხვევაში ეს ტრავმები მთლიანათ ცვლის ადამიანის ცხოვრებას. სუიციდი, შიშიროგორც ცხოვრების ასევე გარემოს მიართ, შეგრზნება იმისა, რომ თითქოს ყველანაირ აზრი არის დაკარგული ცხოვრების მიმართ. ეს ყველაფერი გამოწვეული არის მიღებული ტრავმების შედეგებიდან. იხილეთ აქ
კვლევიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ ამ ძალადობის მსხვერპლი ხდება პატარა ბავშვი, რომელსაც საკუთარი დაცვა არ შეუძლია. ასევე მსხვერპლი ხდება ის ადამიანი, ვისაც თვით დაბალი შეფასება აქვს საკუთარ თავს მიმართ. მათ არ შეუძლიათ გაუწიონ წინააღმდეგობა მოძალადეების მიმართ და იძულებულნი არიან იყვნენ მათ ხელქვეშ. ამ დროს მსხვერპლი იღებს ფიზიკურ, ფსიკოლოგიურ და მორალურ ტრავმას, რაც დიდ გავლენას ახენს მის ცხოვრებაზე. „ ყველაზე მეტად გამირჩევა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბულინგი“ (Д, 2010, 2) უმეტეს შემთხვევაში ეს ტრავმები მთლიანათ ცვლის ადამიანის ცხოვრებას. სუიციდი, შიშიროგორც ცხოვრების ასევე გარემოს მიართ, შეგრზნება იმისა, რომ თითქოს ყველანაირ აზრი არის დაკარგული ცხოვრების მიმართ. ეს ყველაფერი გამოწვეული არის მიღებული ტრავმების შედეგებიდან. იხილეთ აქ
ზემოთ მოყვანილი ორი ლიტერატურა განსხვავდება ერთმანეთისაგან. პირველი ლიტერატურა
დაწერილია საქათველოში და განხილული იყო, საქართველოს მოსახლეობის აზრი და გამოცდილება
ამ საკითხთან დაკავშირეებით. ასევე ვიგებთ იმას, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან ტოლერანტულად
იქცევა, ამ საკითხს. ამის გარდა ვიგებთ იმას, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარს მიაჩნია,
რომ ოჯახის პრობლემა იქვე უნდა დარჩეს, სადაც ხდება რაც მართა ძალიან სამწუხაროა.
რაც შეეხებ მეორე წყაროს, რომელიც არის დაწერილი რუსეთში 2010 წელს ჩატარებული
კვლევის დაყრდნობით. აქ განხილული იყო ძირითადად მთავარი საკითხები. რაც მართლა ძალიან
მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. კონკრეტულად განხილული იყო მოძალადე, მსხვერპლი და
მსხვერპლის მიღებული ტრეავმები და მათი შედეგები.
ბავშვთა მიმართ ძალადობა, დღესდღეობით ძალზედ აქტუალური თემაა
ჩვენს საზოგადოებაში. ბავშვთა მიმართ ძალადობას, არ გააჩნია კონკრეტული ადგილი და სიტუაცია.
ის თითქმის ყველგან ხდება. ძალადობის ამ სახეობის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი კი,
ჩვენი ტოლერანტული დამოკიდებულება გახლავთ. ასევე
ჩვენი გამოუცდელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ არ ვიცით, როგორ უნდა
მოიქცეთ, თუ შევისწარით ამ გვარ ძალადბის ფაქტს.
ამ ძალადობასთნ დაკავშირებით დაიწერა უამრავი სამეცნიერო,
კვლევითი ნაშრომი. ერთ-ერთი ამგვარი, ნაშრომი
დაწერილია ადამ ზოლოტორის, ლია სარალიძის, ნინი გოგუაძის და მარგარიტა ლინჩის მიერ.
ამ ნაშრომის სახელი გახლავთ „ეროვნული კვლევა საქართველოს სკოლებში ძალადობის შესახებ“,
რომელიც დაიწერა 2007 წლის ნოემბრის თვეში. მასში განხილულია ბავშვების და მოზარდების
მიმართ ძალადობა, ასევე აღნიშნულია სკოლის მოზარდების მიმართ ძალადობის დემონსტრირება. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს ამგვარი ძალადობის გავრცელების სიხშირეს, ასევე რაც
მთავარი ეს მონაცემები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ამ გვარი ძალადობა თავიდან
ავიცილოდ.
ჩატარებული კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ სკოლებში ფსიქოლოგიური
და ფიზიკური ძალადობის სტატისტიკური მაჩვენებლი ძალზედ მაღალია. რაც შეეხება სექსუალურ ძალადობას, ის უფრო ნაკლებად
არის გავრცელებული. ასევე აღმოჩნდა ის, რომ
რაც უფრო მატულობს ბავშვის წლოვანება მით უფრო მცირდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა.
ხშირ შემთხვევაში ბავშვები და მოზარდები ხდებიან, ამ ძალადობის ინიციატორები.
რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, კვლევის შედეგად აღმოჩნდა,
რომ ბავშვები ხშირად ამ კომპონენტში ასახელებენ ყურის აწევას, თმის მოწიწკვნას, მხარზე
დარტყმას და ასევე თავში ან თვალში გარტყმას.
ფსიქოლოგიურ კომპონენტში ბავშვები ყველაზე ხშირად ასახელებენ ყვირილს, ლანძღვას, ზედმეტ
სახელების დარქმევას, შეურაცხყოფას და ნივთების მოპარვას. სქესობრივი ძალადობის ინიციატორები
ყველაზე მეტად ზრდასრული ახალგაზრდები არიან. მათი ყველაზე ხშირი ძალადობრივი საქციელი
კი, არის პორნოგრაფიის ჩვენება (4.5%), იძულებით კოცნა (0.8%) (ზოლოტორი, სარალიძი,
გოგუაძი, ლინჩი, 2007, 32)
ამის გარდა, გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ „ბავშვბეი
და ახალგაზრდები ხშირად აღიარებენ, რომ დადებითია დამოკიდებულება სკოლის მიმართ, ურთიერთობა
მოსწავლეებს შორის, მოპყრობა მასწავლების მიერ და მშობლების პოზიცია. ეს ძალიან დადებითი
ვითარება და წარმოადგენს ძლიერ მხარეს, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლის ისეთი
პოლიტიკისა და სტრუქტურის შემუშავებისათვის, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას მშობლებთან/ მზრუნველებთან და ოჯახთან“ (ზოლოტორი,
სარალიძი, გოგუაძი, ლინჩი, 2007, 33). ამ მუშაობის შედეგად სკოლაში მცირდება ძალადობის
ფაქტები და მოსწავლეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ თავიანთ სკოლებში. იხილეთ აქ
ასევე ამ ძალადობის შესახებ დაწერილია სამეცნიერო ნაშრომო
„Буллинг - причины, формы, профилактика“, რომელიც დაიწერა 2015 წელს, ამ ნაშრომის
ავტორი გახლავთ Ларченко Н.А. რომელიც პროფესიით ექიმია. ამ ნაშრომში განხილულია, რა
არის ბულინგი, ვინ არის მონაწილე, ბულინგის გამომწვევ მიზეზებზე და მიღებული ფსიქიკურ
ტრავმებზე. ამის მიუხედავად ნაშრომის ძირითადი საუბარი მიდის, ბულინგის გამომწვევ მიზეზებსა
და მიღებულ ფსიქოლოგიურ ტრავმებზე.
არსებობს უამრავი მიზეზი იმისთვის, რომ მოხდეს ბულინგი ბავშებში.
ბავშვი ბულინგის მსხვერპლი ხდება, აღზრდისა და განათლების მიღების დროს ოჯახში ან/და
სკოლაში. არსებობს უამრავი ფაქტი იმისა, როცა ბავშვი სკოლაში ხდება ბულინგის მსხვერპლი.
სკოლაში მოზარდები შეიძლება უნებლიედ ან სხვაგვარად მიიღონ
მონაწილეობა ბავშთა მიმართ ძალადობაში. ეს შეიძლება იყოს ლანძღვა ან პროვოცირება, ანუ
მოსწავლის დამცირება, რომელიც აგვიანებს გაკვეთილზე, ემუქრება ფიზიკურად ფიზიკურად
ან სიტყვიერად და ა.შ. როდესაც დამნაშავე ბავშვი გახლავთ, ის ცდილობს დაჩაგროს, ლანძღოს,
ცემოს, დააძალოს. ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რათა მსხვერპლმა გააკეთოს ისეთი რამ,
რაც აქამდე არ გაუკეთებიათ, იქცევა რომ გაუხარდეს მოძალადეს და ასევე ასრულებს მის
ბრძანებებს. რაც ფსიქოლოგიურად ძალზედ ცუდად მოქმედებს მსხვერპლზე.
მსხვერპლის მიღებული ფსიქიკური ტრავმები მთლიანად ცვლის მის
ცხოვრებას. მიღებული ტრავმების შედეგად მსხვერპლს ეცვლება დამოკიდებულება, საკუთარი
ცხოვრების მიმართ, უჩნდება შიშები, ხდება დამოკიდებული სხვაზე, დროთა განმავლობაში
ავიწროვებს საკუთარ წრეს და რჩება მარტოდმარტო. ეს ყველანაირი ზეწოლა ხდება იმის მიზეზი,
რომ ადამიანი ხდება სუიციდის მსხვერპლი, რაც ძალზედ სამწუყაროა ყველა ჩვენთაგანისთვის. იხილეთ აქ
No comments:
Post a Comment