თქვენ აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფოტო სურათები, რომლებიც გამოხატავენ ბულინგის სხვადასხვა ფორმებს. ახნიშნული ფოტო სურათები გადეხმარებათ ბულინგის აღთქმაში თუ, რას წარმოადგენს.
2016 წელს სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოზარდების 52% არ იცის თუ, რა არის ბულინგი. მოზარდების 25% იცის ამ კითხვის პასუხი მხოლოდ 23% თავს იკავებს პასუხისგან.
ფიზიკური ბულინგი - ბულინგის ყველაზე ძალადობრივი ფორმა, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას. მისი ფორმებია: ჩხუბი, თმის მოქაჩვა, პირადი ნივთების განზრახ დაზიანება.
ვერბალური ბულინგი - არის ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა. ამ შემთხვევაში მოსწავლის დამცირებას და მასზე ძალადობას აქვს ვერბალური ხასიათი, მისი ფორმებია: დაცინვა, შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, დაშინება.
ფარული ბულინგი - ეს არის მორალური და ემოციური ძალადობის ფორმა, რომელიც პირდაპირ არ არის მიმართული ობიექტისადმი, მაგ: ტყუილები, ჭორების გავრცელება, სხვა მოსწავლეებთან დამცირება, მოსწავლის სოციალურ იზოლაციაში მოქცევა.
No comments:
Post a Comment