მთავარი




პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ ჩემო ძვირფასო მკითხველებო. როგორც უკვე, მიხვდით მე ამ, ბლოგში მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ გავრცელებულ ძალადობის შესახებ, რომელსაც ჩვენ "ბულინგს" ვუწოდებთ.



„ბულინგი“ ძალადობის ერთ-ერთი სახეობა გახლავთ და იგი დღესდღეობით აქტუალურ პრობლემად ითვლება. თვითონ სიტყვა „ბულინგი“ ინგლისური სიტყვაა და წარმოადგენს ძალადობის ერთ-ერთ სახეობას.  „ბულინგი“ ქართულად დაჩაგვრას და აბუჩად აგდებას ნიშნავს. ძირითადად „ბულინგის“ მსხვერპლი უმეტესად ხდებიან პატარა ბავშვები და ისეთები, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შუძლია. ბულინგის მსხვერპლი ადამიანები იღებენ, როგორც მორალურ, ასევე ფსიქიკურ ზიანს. ამის შემდეგ ისინი კარგავენ საკუთარი ცხოვრების აზრს. გარდა ამისა არსებობს ბევრი ფაქტი, თუ როგორ ხდებიან ისინი სუიციდის მსხვერპლნი. დროთა განმავლობაში ამ სახის ძალადობის მსხვერპლი ადამინების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამ ძალადობის მსხვერპლნი ძირითადად ბავშვები ხდებიან, რაც ძალიან ცუდია ჩვენი საზოგადოებისათვის. ამის მიუხედავად, ბავშვთა დაცვის ცენტრი ვერ ახერხებს, ამ პრობლემის გადაჭრას. ეს კი, იმას გვიჩვენებს, რომ ბავშვთა დაცვის ცენტრს გააჩნია ხარვეზები, რაც ძალიან სამწუხაროა და მალე ითხოვს მოგვარებას. ამ ხარვეზის ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ამგვარი ცენტრები ყველგან არ არის. ასევე არ არის საკმარისი კვალიფიცირებული პერსონალი ამ ცენტრებში.
ძალიან სამწუხაროა, მაგრამ, სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ არ იცის ამ ძალადობის შესახებ. ჩემი აზრით, ამ თემასთან დაკავშირებით აქამდე დაწერილი ნაშრომები „ბულინგსა და მის გამომწვევ მიზეზებზე“ არ არის სრულყოფილი. ამიტომაც, ვერ ვიღებთ საკმარის ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.
ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ბოლო დროის მოვლენებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბულინგი“-ს პრობლემა  მაინც არის აქტუალური და პირველ ადგილს იკავებს. ამის გარდა არა ერთ სიუჟეტს და სტატიას ვხვდებით ტელევიზიასა და სოციალურ მედიაში. 
„ბულინგი“-ს პრობლემის გადაჭრისათვის არსებობს უამრავი მეთოდი. დღესდღეობით ყველაზე აქტუალური და სარგებლის მომტანი გახლავთ, არასამთავრო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული აქციები და ტრენინგები ამ თემასთან დაკავშირებით.
ყველაზე მთავარია კარგად გავიგოთ, ამ პრობლემის ძირითადი გამომწვევი ასპექტები. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ საბოლოოდ გადავჭრათ ეს პრობლემა. ბულინგთან დაკავშირებით არსებობს ისეთი კითხვები, რომლებიც არის ძალზედ საინტერესო და საჭირო ჩვენი საზოგადოებისთვის. მე ჩემს ბლოგში შევეცდები ვუპასუხო შემდეგ კითხვებს: 
  • რა არის ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები? 
  • ვინ ხდება ბულინგის  მსხვერპლი?
  • რაც მთავარია, ვინ არიან დამნაშავეები?

შევეცდები ამ უკანასკნელ კითხვაზე ვრცლად ვისაუბრო ჩემს ბლოგშიში. ამ საკითხების გარკვევა, შესაძლებელს ხდის, რომ მომავალში გადავჭრათ ეს პრობლემა.
მინდა, ამ ბლოგის საშუალებით დავეხმარო ჩვენს საზოგადოებას, რომ მათ იცოდნენ პრობლემის და ძალადობის სახეობის შესახებ, რომელსაც „ბულინგი“ ეწოდება. გაიგონ ბულინგის გამომწვევი მიზეზები, პრობლემის გადაჭრის გზები, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემა. ასევე ბლოგშიში საზოგადოება გაიგებს, თუ რას აკეთებს თავის მხრივ სახელმწიფო და საქართველოს განათლების სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

No comments:

Post a Comment